გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია2020 წლის ნოემბერში საქართველოს 45 363 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 91,6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახმელეთო გზით 41139 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საჰაერო გზით 3530, საზღვაო გზით 507 და რკინიგზით 187.
საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტის მქონე 15 ქვეყნის სტატისტიკა:
- თურქეთი – 17 780 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -78,2 პროცენტია;
- სომხეთი – 8510 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -92,7 პროცენტი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 4582 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -88,6 პროცენტია;
- აზერბაიჯანი – 3902 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -96,6 პროცენტი;
- რუსეთი – 3788 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -95,4 პროცენტია;
- უზბეკეთი – 1785 ვიზიტორი; ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +42,6 პროცენტი;
- უკრაინა – 1177 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -90,9 პროცენტი;
- ბელორუსია – 597 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -83,5 პროცენტი;
- ყაზახეთი – 531 ვიზიტორი; კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -94,2 პროცენტი;
- ყირგიზეთი – 264 ვიზიტორი; კლება გასულ წელთან შედარებით -84,3 პროცენტი;
- აშშ – 239 ვიზიტორი; კლება გასულ წელთან შედარებით -90,6 პროცენტი;
- გერმანია – 234 ვიზიტორი; კლება გასულ წელთან შედარებით -93,6 პროცენტი;
- ტაჯიკეთი – 222 ვიზიტორი; კლება გასულ წელთან შედარებით -58,8 გვ.
- საფრანგეთი – 218 ვიზიტორი; კლება გასულ წელთან შედარებით -86,7 პროცენტი;
- ბულგარეთი – 209 ვიზიტორი; კლება გასულ წელთან შედარებით -70,9 პროცენტი;
ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის ელჩმა საქართველოში საზღვრის გადაკვეთის ახალი წესების დანერგვა დაათვალიერა
დატოვე კომენტარი











ბუნებრივად