საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირისა და ნატოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირისა და ნატოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირისა და ნატოსა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც 16 პუნქტისგან შედგება. ამ დოკუმენტს მხარი 81-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

ასევე წაიკითხეთ: საქართველო დიდ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს გადახედავს

Правящая партияქართული ოცნებაназывает Европейскую интеграцию и членство в НАТОосновным и неуклонным курсом Грузии. Также партия заявила о прагматичной и принципиальной политике по отношению к РФ.

დოკუმენტში ასევე საუბარია ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან, კორეასთან და სხვა ქვეყნებთან აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაზე.

დოკუმენტი განმარტავს, რომ ევროკავშირის მიმართ მუშაობის ფარგლებში, საქართველო გააძლიერებს ურთიერთობას გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ვიშეგრადის ჯგუფთან და დიდ ბრიტანეთთან.

დადგენილებას დაემატა სრულიად ახალი პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფოთაშორისი სამართალწარმოების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ: 2021 წელს საქართველოში ლარის კურსის რყევები იქნება

დატოვე კომენტარი

კომენტარის გაგზავნა

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია აუცილებელი ველები *